მინისტრის ბრძანების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, სასწავლო წელი 15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს დაიწყება, ხოლო თუ 15 ივნისი ემთხვევა დასვენების დღეს, სასწავლო წლის დასრულების თარიღად 15 ივნისის წინა პარასკევი განისაზღვრება. ამასთან, პირველი კლასის მოსწავლეებისათვის სასწავლო წელი 27 მაისს სრულდება, ხოლო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის 20 მაისს.
ზამთრის არდადეგების პერიოდი განსაზღვრულია 30 დეკემბერიდან 15 იანვრამდე. საგაზაფხულო არდადეგების – 8 მარტიდან 15 მარტამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგების – 15 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.