11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.24%-ია, ბოლო 14 დღეში 1.49%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში – 1.72%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 185, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 51
აჭარა – 20
კახეთი – 20
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 18
შიდა ქართლი – 14
გურია – 13
ქვემო ქართლი – 8
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2
სამცხე-ჯავახეთი – 1
მცხეთა-მთიანეთი – 0
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2953 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 656, აჭარაში – 134, იმერეთში – 258;
- 1513 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში.
ამ ეტაპზე, 275 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 75 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, ხოლო 5480 თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 274 377 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. აქედან 267 764 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3634 პირი ემსხვერპლა.