სოფელ დაბასთან, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაბომბილ ტერიტორიაზე ხანძარი შუადღეს გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 1.5 ჰექტარს უკიდია. ადგილზე მობილიზებული არიან სატყეო დეპარტამენტის თანამშრომლები, 100-მდე მეხანძრე და ადგილობრივი მოხალისეები.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი და მიუდგომელი ადგილმდებარეობა ართულებს.