weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გომისმთაზე გადარჩენილი სამი ახალგაზრდის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

10:56 შაბათი, 13 მარტი 2021
ლევან მოსაშვილის ფოტო ლევან მოსაშვილის ფოტო

გომისმთაზე გადარჩენილი სამი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ამის შესახებ „რეგინფოს“ კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, დავით მდინარაძემ განუცხადა.

„შემოყვანილი არიან 20-21 წლის ახალგაზრდები. აღენიშნებოდათ სხეულის ზოგადი გადაციება, მოყინულობა არ არის, უბრალოდ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჰიპოთერმიის ქვეშ, ანუ იყო სხეულის გადაციება. დაკვირვების ქვეშ არიან და მერე გაეწერებიან ბინაზე. ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი, საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა დავით მდინარაძემ.

გუშინ, 12 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ გომისმთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ძლიერი თოვის გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა, სამძებრო სამუშაოებში ვერ ჩართეს ვერტმფრენი.

მაშველების ათკაციანმა ჯგუფმა სამი ახალგაზრდა საღამოს, თითქმის ათსაათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ იპოვა.

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი მაშველებმა თოვლიდან დღეს ამოიტანეს და ის ვერტმფრენით გადაასვენეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, თოვლიდან ცხედრის ამოყვანის ოპერაციაში ჩართული იყო 45 მაშველი, როგორც გურიიდან, ასევე, თბილისიდან და ქუთაისიდან.

ახალგაზრდები გომისმთაზე 11 მარტს, სანადიროდ წავიდნენ. ისინი ოზურგეთის სოფელ ბოხვაურის და დვაბზუს მცხოვრებლები არიან. ამ სოფლებიდან გომისმთამდე დაახლოებით 30 კილომეტრია. ახალგაზრდები ვახტანგის საცივთან იყვნენ ჩარჩენილები.

გზების დეპარტამენტს ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის ბჟუჟჰესი-გომისმთას მონაკვეთი 18 ნოემბრიდან ოფიციალურად დაკეტილი აქვს. ზამთარში ამ გზაზე მოძრაობა აკრძალულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]