weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ორშაბათიდან საქართველოში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია დაიწყება

14:12 შაბათი, 13 მარტი 2021

„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენს ქვეყანაში იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი. პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე და ამ პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით.

გამყრელიძის ინფორმაციით, ორშაბათიდან სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით 29 ამცრელ ცენტრში დაიწყება. აცრილ ადამიანს ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობა მიეცემა.

„ამ ეტაპზე ვაქცინაციისთვის მზად არის 82 ამცრელი ცენტრი. პირველ ეტაპზე, ანუ ორშაბათიდან აცრა დაიწყება 29 ცენტრში. ეს არის თბილისის და ყველა რეგიონალურ ცენტრებში გამოყოფილი შესაბამისი ამცრელი კაბინეტები, რომელთაც იმუნიზაციის პროცესში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვთ. თბილისში ამ ეტაპზე იქნება ასეთი ათი, ქუთაისში ოთხი, ბათუმში ოთხი, რუსთავში ორი, ზუგდიდში ორი და ყველა რეგიონალურ ცენტრში იქნება კიდევ თითო-თითო. შემდეგ უკვე 17 რიცხვში ამას დაემატება 35-მდე დაწესებულება და შემდეგ უკვე 19-ში კიდევ 23 დაწესებულება. ერთი კვირის განმავლობაში აცრის პროცესი გაიშლება მთლიანად ქვეყნის ყველა მუნიციპალურ ცენტრში.

გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა იქნება მაქსიმალური, რათა დღეს შემოსული 43 200 დოზის ადმინისტრირება მოხდეს რაც შეიძლება მოკლე ვადებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

პირველ ეტაპზე აიცრება ის სამედიცინო პერსონალი, რომელთაც COVID-ინფიცირების სტატუსი ბოლო 120 დღის მანძილზე არ აქვთ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია 64 051 პირი, რომელთაგან აცრას დაქვემდებარებულთა რაოდენობა 54 000-ს შეადგენს.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაცია - სამედიცინო დაწესებულებაში სასურველი თარიღის, დროის შერჩევა და რიგის დაჯავშნა სამედიცინო პერსონალს რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში 13 მარტს, 12:00 საათიდან შეუძლიათ.

ასტრაზენეკას ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება. როგორც ამირან გამყრელიძემ განმარტა, სამედიცინო პერსონალის მეორე აცრა, ანუ რევაქცინაცია მოხდება 8-დან 12 კვირის ფარგლებში.

„ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ „ასტრაზენეკას“ 86 000 დოზა შემოვა აპრილის მეორე ნახევარში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის შემდეგ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტულია მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმულების ჯგუფი.

„ჩვენ მაქსიმალურად გვინდა, რომ მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი და რა თქმა უნდა, შემდგომი პრიორიტეტული ჯგუფი გახლავთ უკვე მოხუცთა სახლებში მყოფი ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი, რომელიც ერთიანად არის 2000 ადამიანი.

შემდეგ გადავალთ უკვე მესამე პრიორიტეტულ ჯგუფზე, ეს გახლავთ უკვე ასაკობრივი პრიორიტეტიზაცია, 75 წელს ზემოთ მოსახლეობა და ასე მივყვებით ჩვენი გეგმის მიხედვით, რომლის მიხედვითაც, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1 700 000 ადამიანი ორჯერადად. ანუ ეს არის დაახლოებით 3 400 000 დოზა. თავისი გარკვეული დანაკარგით, ჩვენ ვანგარიშობთ სადღაც 3 900 000 დოზას, რომლის მობილიზაცია ქვეყანაში წელს გაკეთდება. გარანტირებული არის 1 400 000 დოზა „კოვაქსიდან“. დარწმუნებული ვარ, უკვე ბევრი კონტრაქტი აქვს ქვეყანას, მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში ჩვენ გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. ამიტომ, კიდევ ერთხელ ყველას მოგიწოდებთ გვერდში დგომისკენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]