weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში საბაგიროს მემილიონე ვიზიტორი დააჯილდოვეს

12:05 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმის საბაგირო „არგომ“ დაარსებიდან მილიონ ვიზიტორს უმასპინძლა. მემილიონე სტუმარი უკრაინელი ტურისტი ალექსი ტუჩაკი აღმოჩნდა, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სპეციალური სერთიფიკატითა და საჩუქრებით დააჯილდოვა.

ალექსი ტუჩაკს საჩუქრად საბაგირო „არგოს“ ულიმიტო საშვი, კურორტ „გოდერძის“ 5 დღიანი ტური, რესტორან „არგო“-ში ვახშამი და ფასდაკლებების ბარათი Batumi Card გადაეცა. აჭარის მთავრობის განცხადებით, მემილიონე ტურისტი ასევე დასაჩუქრდა ქართული პროდუქციით, ბათუმის სარეკლამო-საინფორმაციო მასალებითა და სუვენირებით.

ბათუმში 2600 მეტრიანი საბაგირო გზა „არგო“ 2013 წელს გაიხსნა და პროექტით ჯამში 23 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. საბაგირო ერთმანეთთან აკავშირებს სანაპიროსა და ფერიას მთას. ერთი მიმართულებით გზის დაფარვა 10 წუთშია შესაძლებელი. რაც შეეხება საბაგიროთი მგზავრობის ღირებულებას, ორი გზის ფასი უფროსებისთვის – 15 ლარია, 5-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის – 5 ლარი, 5 წლამდე ბავშვებისთვის კი საბაგირო უფასოა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]