weather cur horoscope tv
აპრილი 29, 2024

მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მისცენ მაგალითი საზოგადოებას – გამყრელიძე ვაქცინაციაზე

16:39 შაბათი, 13 მარტი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მოწუოდეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთონ და ამით საზოგადოებას მაგალითი მისცენ.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან, სწორედ სამედიცინო პერსონალის აცრით იწყება.

„მოვუწოდებ, ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია.

ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ, ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია. ამიტომ, გთხოვთ, ყველა ვიყოთ სოლიდარული, მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ვაქცინას პირველი გაიკეთებენ, ერთ-ერთი ლუგარის ლაბორატორიის თანამშრომელი თამარ გიორგაძე იქნება. საერთო ჯამში, ვაქცინაციისთვის 75 000 ექიმი და სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული.

დღეს საქართველომ „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის – „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა მიიღო, კიდევ 86 000 დოზას კი აპრილის მეორე ნახევარში მიიღებს.

„პირველ ეტაპზე, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრებიან ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი, ესენი არიან ჩვენი კოლეგები, სამედიცინო, ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთმები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორჯერადად კეთდება. სამედიცინო პერსონალის რევაქცინაცია, ანუ მეორედ აცრა აპრილის მეორე ნახევარში, „ასტრაზენეკას“ მორიგი პარტიის შემოტანის დროს იგეგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]