weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოვითხოვთ გადადგეს ეკონომიკის მინისტრი - ვარლამ გოლეთიანი

13:18 კვირა, 14 მარტი 2021
ფოტოზე - ვარლამ გოლეთიანი ფოტოზე - ვარლამ გოლეთიანი

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს. მოძრაობის ხელმძღვანელის ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თურნავამ 12 მარტის შეხვედრიდან გაპარვით ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა.

„მოვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას. მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. ვიყავით შეხვედრაზე, რომლის დღის წესრიგი გაწერილი იყო, მაგრამ თვითონ მინისტრმა დაარღვია ეს დღის წესრიგი, როცა გაიპარა შეხვედრიდან.

ამ შეხვედრაზე პასუხი უნდა გაცემულიყო ყველა ძირითად კითხვაზე. ეს იყო ჩვენი მიზანი, სწორედ ამის გამო მივედით იმ შეხვედრაზე, მაგრამ ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ჩაშალეს ეს შეხვედრა. შესაბამისად, მოგვაყენა შეურაცხყოფა უამრავ ადამიანს და ამის გამო მოვითხოვთ მის გადადგომას“, - განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ამ წუთებში ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ნამახვანჰესის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები მოედანზე ღამით დარჩენასაც აპირებენ. მოძრაობის მთავარი მოთხოვნაა უარი ითქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე, "ენკასთვის" გადაცემული მიწა დაუბრუნდეს სახელმწიფოს და კომპანიამ რიონის ხეობა დატოვოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]