weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ქუთაისში მრავალათასიანი აქციის გამო საპოლიციო ძალების მობილიზაცია ხდება

13:52 კვირა, 14 მარტი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს“, - ასე განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტრო საპოლიციო ძალების მობილიზაციას ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, სადაც ახლა ნამახვანჰესის წინააღმდეგ მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.  

აქციის მონაწილეები ითხოვენ: ხელისუფლებამ უარი თქვას ნამახვანჰესის მშენებლობაზე; თურქულ კომპანია „ენკარინიუებლზს“ დაატოვებინოს რიონის ხეობა და გააუქმოს ერთი წლის წინ მიღებული დადგენილება, რომლითაც „ენკას“ ნამახვანის ჰესების კასკადისთვის ლეჩხუმსა და ზემო იმერეთში, ასობით ჰექტარი 99 წლით გადასცეს. ამას დღეს დაემატა ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნაც.

"მან შეურაცხყოფა მიაყენა ათასობით ადამიანს. 12 მარტს ვიყავით შეხვედრაზე, რომლის დღის წესრიგი გაწერილი იყო, მაგრამ თვითონ მინისტრმა დაარღვია ეს დღის წესრიგი, როცა გაიპარა შეხვედრიდან", - განაცხადა მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა.

იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ რეგიონებში საინიციატივო ჯგუფები შეიქმნება და საპროტესტო აქცია თბილისში გადაინაცვლებს მთავრობის გადაყენების მოთხოვნით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]