weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

პაატა იმნაძე კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აიცრა

09:52 ორშაბათი, 15 მარტი 2021
რადიო თავისუფლების ფოტო რადიო თავისუფლების ფოტო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა. როგორ მან აცრის შემდეგ განაცხადა, დღევანდელი დღე საქართველოში ეპიდემიის დასრულების დასაწყისია.

„დღეს მართლა მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ იწყება ეპიდემიის დასრულების დასაწყისი. ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს ვაქცინა ერთადერთი გზაა იმითვის, რომ ჩვენი ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას. მინდა ყველა ჩემს კოლეგას, ნებისმიერ თანამოქალაქეს მოვუწოდო, იმისთვის, რათა დავბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რიტმში, აუცილებელია რაც შეიძლება მეტი ადამიანი აიცრას, პირველ რიგში, ეს ჩემს კოლეგებს ეხება. მე გავიკეთე ვაქცინა. ამაში არაფერი არ არის საშიში“, – განაცხადა ვაქცინაციის შემდეგ იმნაძემ.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, დღეისთვის აცრაზე 2000-მდე მისი კოლეგაა რეგისტრირებული.

13 მარტს, საქართველოში შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის 43 200 დოზა შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში, ამ ვაქცინით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]