weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

რა შეზღუდვები მოიხსნა დღეიდან საქართველოში

10:31 ორშაბათი, 15 მარტი 2021

დღეიდან, 15 მარტიდან, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგი ეტაპი დაიწყო. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფუნქციონირებას განაახლებენ სპორტული დარბაზები განსაზღვრული რეგულაციების დაცვით.

გარდა ამისა, თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები რეპეტიციების და ვარჯიშის განაახლებენ, თუმცა საქმიანობის სრულად აღდგენას (თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლის დასწრებით) 1 აპრილიდან შეძლებენ.

დღეიდან განახლდება სასკოლო წრეები. უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს მიეცათ ნებართვა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში გააგრძელონ.

ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]