მამაკაცის ცხედარი კასპის ერთ-ერთ სასაფლაოზე გუშინ იპოვეს. გარდაცვლილი კასპში მცხოვრები ნოდარ ღუნაშვილი, მეტსახელად „კონტარაა“. ის ყოფილი მსჯავრდებულია და ციხე რამდენიმე თვის წინ დატოვა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.