14 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.16%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.53%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.41%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 159 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 89, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი - 23
შიდა ქართლი - 12
აჭარა - 10
გურია - 10
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 6
ქვემო ქართლი - 3
კახეთი - 3
მცხეთა-მთიანეთი - 1
სამცხე-ჯავახეთი - 1
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 1.
ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 2907 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 698, აჭარაში - 139, იმერეთში - 257;
- 1418 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 131 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
მძიმეა 269 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება - 75.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 211 ადამიანი, ხოლო 5322 თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, ოფიციალურად კორონავირუსის 275 148 შემთხვევა დადასტურდა. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 268 565 ინფიცირებული. ვირუსს ჯამში 3650 პირი ემსხვერპლა.