weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შესაძლოა პრიორიტეტული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ

16:10 სამშაბათი, 16 მარტი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, განიხილება საკითხი, რომ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფები დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

„დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო, შემდეგ უკვე ვაქცინაციის სააბჭოსთან შეთანხმებით, აქტიურად განიხილავენ იმ ვარიანტსაც, ხომ არ შეიძლება, სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციაში დროზე ადრე ჩართვა. საუბარი მაქვს უკვე ასაკობრივ ჯგუფებზე, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, რამდენად სრულად გამოიყენებს 43 000 დოზას სამედიცინო პერსონალი“, – განაცახადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, არსებობს ბევრი მექანიზმი იმისა, რომ ქვეყანაში შემოსული ვაქცინები მოკლე პერიოდში იქნეს ათვისებული.

შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა კი გუშინ დაიწყო. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია.

 

ამ თემაზე:

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ „ასტრაზენეკას“ გამოყენება შეაჩერეს

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა: რომელი ჯგუფები აიცრებიან 2021 წელს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]