შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ არავინ დაშავებულა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება კი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და ჯარიმას იწვევს.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში არ იყო და მას სავარაუდოდ, საჭესთან ჩაეძინა.