NCDC-ში გამართულ პრესკონფერენციაზე გამყრელიძემ თქვა, რომ კორონავირუსს მხოლოდ ვაქცინაცია დაასრულებს.
„ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ, რომ ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. მოსახლეობის 60%-ის აცრა ძალიან ამბიციურია, მაგრამ მიღწევადი, თუ ჩვენ ყველა ერთად ვიქნებით და ვაქცინაციის საკითხს არ ვაქცევთ პოლიტიკურ იარაღად (სამწუხაროდ, დღეს მთელ მსოფლიოში ეს დიდი პოლიტიკის ნაწილია) და განვიხილავთ როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობის მხარდაჭერის აუცილებელ იარაღად“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, საქართველომ წელს 3 900 000 დოზა ვაქცინას უნდა გაუკეთოს მობილიზაცია იმისთვის, რომ 1 700 000 ადამიანი აიცრას.