შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1996 წელს დაბადებულ ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, ხოლო 1995 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს – წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში). დანაშაულები 3 წლამდე და 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.