weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თბილისში დაანონსებული აქცია ჩვენი დემონსტრაცია არ არის - გოლეთიანი

20:02 სამშაბათი, 16 მარტი 2021
ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის ფოტო - სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის

ნამახვანჰესის წინააღმდეგ 31 მარტს, თბილისში დაანონსებულ აქციასთან მოძრაობას „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კავშირი არ აქვს. ამის შესახებ „რეგინფოს" მოძრაობის ხელმძღვანელმა ვარლამ გოლეთიანმა განუცხადა.

„მეც ისევე ვნახე ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული, როგორც თქვენ. არ ვიცი, ვინ არის ეს ხალხი. არავისთან კომუნიკაცია არ გვქონია. ჩვენ ნამოხვანში ვართ და რიონის ხეობას ვიცავთ. 14 მარტს გამართულ აქციაზე მთავრობას კიდევ ერთხელ მივეცით დრო მოთხოვნების შესასრულებლად. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნები, თუ უარი არ თქვეს ნამახვანჰესის მშენებლობაზე, კომპანია „ენკამ“ თუ არ დატოვა ხეობა, ინვესტორისთვის გადაცემული მიწები თუ არ დაუბრუნდა სახელმწიფოს და არ გადადგა ეკონომიკის მინისტრი, აქციას თბილისში აუცილებლად გავმართავთ. როდის იქნება აქცია, ამის შესახებ საზოგადოებას წინასწარ შევატყობინებთ“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

„დატოვონ თურქებმა რიონის ხეობა“ - ამ ქსენოფობიური გზავნილით, 31 მარტს, თბილისში აქციის გამართვა ქართული მარშის წევრმა გიორგი გიგაურმა დააანონსა.  

„ქუთაისის 28 თებერვლისა და 14 მარტის დიდმა აქციებმა უდიდესი წვლილი შეიტანა ეროვნული მუხტის გამოღვიძებაში! ახლა, უკვე, საჭიროა მომდევნო, უკეთესი და ძლიერი ნაბიჯის გადადგმა! ამიტომ, ამ მუხტის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად, ეს ლოგიკურად უნდა გაგრძელდეს თბილისში, სადაც უკვე 100 ათასი კაცი გამოვა და ულტიმატუმს დააყენებს: დატოვონ თურქებმა რიონის ხეობა! სიმბოლური იქნება თუ ეს გრანდიოზული აქცია თბილისში, ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს - 31 მარტს მოხდება! 31 მარტს, ქართველი ხალხი თბილისში ნათლად უპასუხებს კითხვაზე: საქართველო იყიდება თუ არა!“, - წერს გიგაური.

„ქართული მარში“ ჰომოფობიური და ქსენოფობიური განწყობებით ცნობილი, ულტრანაციონალისტური გაერთიანებაა. ესტონეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, „ქართული მარში“ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ქოლგა ორგანიზაციაა ექსტრემისტული მოძრაობების კოორდინაციისათვის, რომლებიც ე.წ ტრადიციულ ღირებულებებს იცავენ. „მარში“ კრემლთან კავშირს უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]