weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გურჯაანის ახალგახსნილი ტექნოპარკი გაქურდეს

21:26 სამშაბათი, 16 მარტი 2021

გურჯაანში ახალგახსნილი ტექნოპარკიდან ტექნიკა მოიპარეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ქურდობაში ტექნოპარკის თანამშრომელია მხილებული. პოლიციამ ნაქურდალი ტექნიკის ნაწილი ამოიღო, თუმცა ქურდობაში მხილებული პირი დაკავებული არ არის.

ტექნოპარკის მენეჯერი ეკა ცისკარიშვილი არ აკეთებს კომენტარს, აღნიშნული პირი აგრძელებს თუ არა მუშაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ქურდობა თებერვალში მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს და დანაშაულში ერთი პირია მხილებული.

გურჯაანის ტექნოპარკი 2020 წლის ოქტომბერში გაიხსნა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და მასზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯა.

ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ „ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის განვითარებისთვის.

გურჯაანში ტექნოპარკის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილია. სწორედ მისი ყოფილი თანაშემწე და შემდეგ მერიის კულტურის სამსახურის უფროსად დაწინაურებული ეკა ცისკარიშვილი დაინიშნა ტექნოპარკის მენეჯერად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]