„საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის, „მესხეთის“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს“, – განაცხადეს საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემაში (სსე).
აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა დაახლოებით 40 წუთში დაიწყო.