16 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.41%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.52%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.34%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 382 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 199 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 65
კახეთი – 30
აჭარა – 23
შიდა ქართლი – 19
ქვემო ქართლი – 13
გურია – 13
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 13
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6
სამცხე-ჯავახეთი – 1
მცხეთა-მთიანეთი – 0
ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3370 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 716, აჭარაში – 145, იმერეთში – 254;
- 1825 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
მძიმეა 268 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან 80 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
დღეის მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 224 ადამიანი, ხოლო 5339 თვითიზოლაციაში იმყოფება.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე კორონავირუსის სულ 276 067 შემთხვევა დადასტურდა. აქედან უკვე გამოჯანმრთელდა 269 006 ადამიანი. ვისურსს ჯამში 3665 პირი ემსხვერპლა.