ახალი წევრები კომისიის მოქმედი თანამშრომლები არიან.
ეკატერინე იმედაძე კომუნიკაციების კომისიაში 2019 წლიდან მუშაობს. 11 წლის განმავლობაში კომპანია "VEON"-ში, სხვადასხვა დროს პოზიციებს იკავებდა. კომპანიის ამსტერდამის ოფისში ის გლობალური პროექტების მენეჯერი იყო რეპორტინგის მიმართულებით. მანამდე კი რისკების მართვის, ასევე ფინანსური ანგარიშგების მენეჯერის პოზიცია ეკავა.
რაც შეეხება ნათია კუკულაძეს, ის კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასა და განათლების სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციებზე, ასევე, სერვისების განვითარების სააგენტოში, კომპანიებში - რედიქსი, თბილისის წყალი, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტი და სხვა.
კომისიის მოქმედ წევრებს ელისო ასანიძეს და მერაბ ქათამაძეს ვადა 18 მარტს ეწურებათ.
კომუნიკაციების კომისიის წევრის ყოველთვიური ხელფასი 16 ათას ლარს აღწევს.