weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსწავლეები საქართველოს რეგიონებიდან მეწარმეობის გასაცნობად აშშ-ში გაემგზავრებიან

16:20 ორშაბათი, 21 აგვისტო 2017

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს „კავკასიის ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის“ მონაწილეები მარნეულიდან, პანკისიდან, ხაშურიდან, რუსთავიდან და თელავიდან მეწარმეობის უკეთ გაცნობის, სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესების მიზნით, სამი კვირით აშშ-ში გაემგზავრებიან.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მე-11 და მე-12 კლასების ათი მოსწავლე ინდიანას უნივერსიტეტში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მეწარმეობის შესახებ გამართულ ტრენინგებსა და სემინარებში.

„პროგრამის მონაწილეებს უკვე აქვთ მომნუსხველი ბიზნეს იდეები, მაგალითად სამეწარმეო სემინარების მოწყობა ქალებისთვის, ბიოქიმიური ლაბორატორიების შექმნა ადგილობრივი წყლის სისუფთავის შესამოწმებლად და სოფლებში ღია ცის ქვეშ კინოთეატრების მოწყობა. ეს მოსწავლეები მზად არიან ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მომავალში საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარონ“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პროგრამის მონაწილეების მიღება 22 აგვისტოს, 13:30 საათზე, ტექნოპარკში გაიმართება. მოსწავლეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე. მათ ტექნოპარკს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საქმიანობას და პროექტის „აწარმოე საქართველოში“ გეგმებს გააცნობენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]