weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისში, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მეწყერული პროცესები გააქტიურდა

11:11 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

თბილისში, ნუცუბიძის პლატოსა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მეწყერსაშიშ ადგილთან ახლოს TBC ბანკის ახალი სათაო ოფისი და საავტომობილო გზა შენდება.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ მეწყერული პროცესი სწრაფად ვითარდება და მისი შეჩერება შეუძლებელია.

„პროცესი დინამიკაში მოსულია. მოწვეტილია მასა. ის შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს ხელშემწყობი პირობების არსებობის შემთხვევაში. აუცილებელია საფრთხის შეფასება და საჭირო ზომების მიღება. კვლევის შედეგად უნდა შეფასდეს, სად წავა ეს მასა, როდესაც დაიძვრება, უნდა გაკეთდეს მოდელირება“, – განაცხადა გოდოლაძემ.

თბილისის მერიის განცხადებით, მეწყრული პროცესები მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო გააქტიურდა. მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება შეზღუდულია.

„გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში“, – აცხადებს თბილისის მერია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]