weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

12:01 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

საქართველოში, ბოლო 24 საათში ჩატარებული 23 747 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 378 ინფიცირებული, ხოლო 9 – გარდაიცვალა.

17 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.55%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.53%-ს შეადგენს, ხოლო 7 დღეში – 1.33%-ს.

ინფიცირების 369 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 190, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 67

შიდა ქართლი – 26

ქვემო ქართლი – 21

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 14

აჭარა – 19

კახეთი – 15

გურია – 9

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

მცხეთა-მთიანეთი – 3

სამცხე-ჯავახეთი – 1

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 3352 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 1786 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 1412 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -727, აჭარაში - 155, იმერეთში - 246;
  • 154 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

ამ ეტაპზე მძიმეა 266 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 82 პირი.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 213 ადამიანი, 5722 კი თვითიზოლაციაშია.

საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 276 436 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. 269 384 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 3674 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]