weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა, ზოგიერთი „ფაიზერს“ უცდის, ჰგონია, რომ კარგია – ცერცვაძე

14:45 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

„პარადოქსია - ჯერ გვსაყვედურობდნენ, რომ ვაქცინა არ იყო და ამიტომ ვერ იხსნებოდა ქვეყანა, ახლა ვაქცინა გვაქვს და არავინ ჩქარობს გაკეთებას. ვაქცინაციის მეოთხე დღეა და უკვე აიცრა დაახლოებით 4 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. 3 ათასი დღეში უნდა ავცრათ, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ მოსახლეობის 60-65%-ის აცრას. დღეისითვის დარეგისტრირებულია 5 ათასი ექიმი, რაც ძალიან ცოტაა“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძემ ექიმეს მიმართა და თქვა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა.

„ის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, დაივიწყეთ. გაკეთდა ოფიციალური განცახდებები გაეროს სპეციალური კომისიის ექსპერტების, ევროპის წამლის სააგენტოსი და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი.

არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა თრომბოემბოლიური გართულების და მით უმეტეს, სიკვდილის კავშირი ვაქციანსთან.

დღეს გაკეთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრიპის წამლის სააგენტოს საბოლოო მოხსენება, რომლის შინაარსი ჩვენთვის უკვე ცნობილია. არ დადასტურდა კავშირი სიკვდილობა/თრომბოემბოლიასა და ვაქცინას შორის.

თრომბოემბოლიის დაახლოებით 37 შემთხვევაა და მათგან 5-6 შემთხვევა დამთავრდა სიკვდილით. ეს მაშინ, როდესაც „ასტრაზენეკათი“ 17 მილიონი ადამიანია აცრილი ინგლისსა და ევროპაში. როცა დაითვალეს, 17 მილიონი ადამიანიდან, რომ არ გაეკეთებინათ ეს ვაქცინა, გარდაიცვლებოდა შეუდარებლად მეტი ადამიანი, ვიდრე ის 4 თუ 5 ადამიანი, რომელთა გარდაცვალებას ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული.

უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ვინდაიდან ეს ბრიტანული ვაქცინაა, იყო მცდელობები ევროკავშირში გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ. ეს მცდელობები ჩავარდა და ევროპის რიგმა ქვეყნებმა დამატებით დიდი ვაქცინები შეიძინეს. ასე რომ, ჩვენ კიდევ ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იშოვოს და შემოიტანოს.

ზოგიერთი „ფაიზერს“ უცდის, ჰგონია, რომ „ფაიზერი“ კარგია. „ფაიზერის“ გაკეთებისთანავე 23 ადამიანი გარდაიცვალ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.

საქართველოში „ასტრაზენეკას“ გამოყენება ორშაბათს, 14 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის ევროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]