ცერცვაძემ ექიმეს მიმართა და თქვა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა უსაფრთხოა.
„ის, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა, დაივიწყეთ. გაკეთდა ოფიციალური განცახდებები გაეროს სპეციალური კომისიის ექსპერტების, ევროპის წამლის სააგენტოსი და ყველა ავტორიტეტული მარეგულირებლის, რომ ეს იყო ჭიქაში ატეხილი ქარიშხალი.
არცერთ შემთხვევაში არ დადასტურდა თრომბოემბოლიური გართულების და მით უმეტეს, სიკვდილის კავშირი ვაქციანსთან.
დღეს გაკეთდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევრიპის წამლის სააგენტოს საბოლოო მოხსენება, რომლის შინაარსი ჩვენთვის უკვე ცნობილია. არ დადასტურდა კავშირი სიკვდილობა/თრომბოემბოლიასა და ვაქცინას შორის.
თრომბოემბოლიის დაახლოებით 37 შემთხვევაა და მათგან 5-6 შემთხვევა დამთავრდა სიკვდილით. ეს მაშინ, როდესაც „ასტრაზენეკათი“ 17 მილიონი ადამიანია აცრილი ინგლისსა და ევროპაში. როცა დაითვალეს, 17 მილიონი ადამიანიდან, რომ არ გაეკეთებინათ ეს ვაქცინა, გარდაიცვლებოდა შეუდარებლად მეტი ადამიანი, ვიდრე ის 4 თუ 5 ადამიანი, რომელთა გარდაცვალებას ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული.
უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ ამას პოლიტიკური ასპექტიც ჰქონდა. ვინდაიდან ეს ბრიტანული ვაქცინაა, იყო მცდელობები ევროკავშირში გავრცელებისთვის ხელი შეეშალათ. ეს მცდელობები ჩავარდა და ევროპის რიგმა ქვეყნებმა დამატებით დიდი ვაქცინები შეიძინეს. ასე რომ, ჩვენ კიდევ ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა იშოვოს და შემოიტანოს.
ზოგიერთი „ფაიზერს“ უცდის, ჰგონია, რომ „ფაიზერი“ კარგია. „ფაიზერის“ გაკეთებისთანავე 23 ადამიანი გარდაიცვალ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოში „ასტრაზენეკას“ გამოყენება ორშაბათს, 14 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის ევროვნული გეგმის მიხედვით, პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან.