weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კინოთეატრები და საბავშვო გასართობი ცენტრები 1-ლი აპრილიდან გაიხსნება

15:37 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან კინოთეატრები და საბავშვო გასართობი ცენტრები რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლებას შეძლებენ.

საბჭოს გადაწყვეტილებით, შემსუბუქდა სხვა შეზღუდვებიც. კერძოდ:

  • ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა რესტორნებში.
  • 28 მარტს საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე და ასევე ძიუდოში გრანდსლემზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

ამ ეტაპზე კვლავ ძალაში რჩება ე.წ. კომენდანტის საათი. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ღამით გადაადგილების შეზღუდვა არის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი ბერკეტი მობილობის შესამცირებლად.

„საბჭო აკვირდება ვითარებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს მიიღებს არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის ანალიზის საფუძველზე“, – განაცხადეს მთავრობის ადმინისტრაციაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]