weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

17:15 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021
ფოტო არქივიდან - ქობულეთის საკრებულოს სხდომა ფოტო არქივიდან - ქობულეთის საკრებულოს სხდომა

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი დააკავეს. როგორც „რეგინფოს“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია თხილაიშვილმა უთხრა, დაკავებული სოფელ ქაქუთის მაჟორიტარი დეპუტატი ვიტალი ქარცივაძეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი აიყვანეს, რომელსაც ქრთამის აღებაში დახმარება ედება ბრალად.

„გამოძიებით დგინდება, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი მოქალაქეს დაჰპირდა რომ თავისი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით, ქობულეთში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კონკრეტულ ნაკვეთზე გასცემდა საკუთრების მოწმობას და დაურეგისტრირებდა საკუთრებაში, რაშიც ნათესავის შუამავლობით ქრთამის სახით მოითხოვა 10 000 აშშ დოლარის გადაცემა, საიდანაც წინასწარ გამოართვა 2000 აშშ დოლარი“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]