weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ახალციხეში კომაში ჩავარდნილი ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

18:00 ხუთშაბათი, 18 მარტი 2021
ფოტოზე - მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის დროს ფოტოზე - მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის დროს

მძიმეა ახალციხელი ექთნის, 27 წლის მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის ინტუბირებულია (ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული) და კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს. ექთანი კომაში ჩავარდა მას შემდეგ, რაც Covid 19-ის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა.

„დღეს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, სადაც 16 ადამიანია აცრილი, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა 27 წლის ქალი, რომელიც, როგორც ვიცი, სისტემატურად იტარებდა გრიპის აცრას და ანამნეზში არ აღნიშნავდა ალერგიულ რეაქციებს.

სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჩვენ ჯერ არ ვიცით, ეს იყო ალერგიული თუ სხვა ტიპის რეაქცია, თუმცა ექიმები გვეუბნებიან, რომ ჰგავდა ანაფილაქსიურ რეაქციას.

მას ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება, რაც ანაფილაქსიური რეაქციების დროს პროტოკოლით არის გაწერილი, არ მოიხსნა რეაქცია და ის გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების შემდეგ ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო გახდა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.

გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ მომხდართან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

„ამ ეტაპზე, სანამ არ დასრუდება სრულად მოკვლევა, მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებ. ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან საყურადღებოდა. ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მისი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამასთან, დღესვე, 19:00 საათზე დაიგეგმა იმუნიზაციის სამეცნიერო კომიტეტის სხდომა, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეჩერდება თუ გაგრძელდება „ასტრაზენეკას“ გამოყენებით ვაქცინაცია.

 

ამ თემაზე:

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება - სამინისტრო

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]