weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გოგი წულაიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

14:57 პარასკევი, 19 მარტი 2021

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი წულაიას გათავისუფლებას ითხოვდა 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით სხდომა დახურული იყო, რასაც ბრალდებული არ დაეთანხმა.

გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, გოგი წულაიამ ქალის მიმართ, მისი ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

„ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გოგი წულაიამ შებოჭა იგი და ძალადობით, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. მას შემდეგ, რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გოგი წულაიამ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გოგი წულაიას მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა“, – აცხადებს პროკურატურა.

ადვოკატ ვალერი გელბახიანის თქმით, პროკურატურას მტკიცებულებები არ გააჩნია. ადვოკატი ამბობს, რომ წულაია დაკავებას საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და თავს პოლიტიკურ მსხვერპლად მიიჩნევს.

დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე გოგი წულაიამ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერას ტელევიზიით მიმართა: „არ მინდა საეთერო დრო დავაბინძურო, მაგრამ გეუბნები ბერა, აი, გაგინებ, ხელებატატებული გაგინებ. მოდი და გამისწორდი“. მანამდე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, სადაც ბერა ივანიშვილის მიმართ სოციალურ ქსელში არასრულწლოვანის მიერ გინების გამო, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე საუბრობენ, როგორ შეაშინეს და დასაჯეს ბავშვი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]