weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

აცრის შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია კიდევ დაფიქსირდა

17:35 პარასკევი, 19 მარტი 2021

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ახალგაზრდა ქალს მწვავე ალერგიული რეაქცია განუვითარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის ინფორმაციით, ქალი კარგად არის.

„ჩვენთან კომუნიკაცია იყო. ერთ-ერთ საავადმყოფოში იყო ეს ხალგაზრდა ქალბატონი. კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იყო თუ არა იქ ანაფილაქცია – უნდა მიიღოს ვაქცინაციაზე გვერდითი მოქმედებების კომიტეტმა. გიდასტურებთ, რომ იქ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია. ანაფილაქსია მიეკუთვნება მწვავე ალერგიული რეაქციების რიგს, მაგრამ იყო თუ არა შოკი, ეს დასადასტურებელია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გუშინ, 18 მარტს, ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძე აცრის შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, რის შედეგადაც ის რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა. დაახლოებით 24 საათის გასვლის შემდეგ ქალი გარდაიცავალა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, 2015 წლიდან 2020 წლის ჩათვლით ანაფილაქსიური შოკი 352 ადამიანს განუვითარდა, მათგან 6 გარდაიცვალა.

„2015 წელს გვქონდა 47 შემთხვევა და 1 გარდაცვალება, 2016 წელს – 55 შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება, 2017 წელს 63 და 2 გარდაცვალება, 2018 წელს 69 და 1 გარდაცვალება, 2019 წელს 78 შემთხვევა და 2 გარდაცვალება, 2020 წელს 40 შემთხვევა და არცერთი გარდაცვალება. არცერთი არ ყოფილა ვაქცინაციასთან დაკავშირებული. მოხდა სხვა მიზეზით და უხშირესი მიზეზია სხვადასხვა სახის მედიკამენტები. ვაქცინაციის პროცესსი ასეთი გართულება არის ძალიან მძიმე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ვაქცინაცია შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინით მიმდინარეობს. 43 200 დოზა ვაქცინა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. ევროპის წამლების სააგენტომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ასტრაზენეკა“ უსაფრთხო ვაქცინაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]