შეტყობინებაზე რეაგირებისთვის შემთხვევის ადგილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყაზბეგის სწრაფი რეაგირების სამმართველოს მაშველები გავიდნენ. მათ რამდენიმე მცირე ზომის ზვავი ნახეს და საძიებო სამუშაოები კინოლოგებთან ერთად დაიწყეს. პროცესში სამთო კურორტების განვითარების კომპანიის მაშველებიც მონაწილეობდნენ.
ნაპოვნია და თოვლიდან ამოტანილია მოქალაქის ცხედარი. გაირკვა, რომ ის გაუკვალავ თოვლში სათანადო ეკიპირების გარეშე სრიალებდა.