„AstraZeneca-ს ვაქცინა განსაკუთრებით მინიშვნელოვანია, რადგან ის წარმოადგენს COVAX-ით განაწილებული ვაქცინების 90%-ზე მეტს. ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ „კოვიდ-19“-ს თავად შეუძლია გამოიწვიოს სისხლის კოლტები და თრომბოციტების დაბალი რაოდენობა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ამავე ორგანიზაციის ვაქცინის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომიტეტის ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინას ჰქონდა „დადებითი სარგებელი-რისკის პროფილი“ და უდიდესი პოტენციალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად და სიკვდილიანობის შესამცირებლად. ექსპერტების შეფასებით, დადასტურებული არ არის, რომ ვაქცინაციის შემდეგ განვითარებული იშვიათი თრომბოემბოლიური მოვლენები გამოწვეულია ვაქცინით.
მას შემდეგ, რაც ევროპის წამელების სააგენტომ დაასკვნა, რომ AstraZeneca-ს უპირატესობები აღემატება შესაძლო რისკებს, ევროპულმა ქვეყნებმა ამ ვაქცინის გამოყენება განაგრძეს, თუმცა, მაგალითად, საფრანგეთის შიდა რეგულირების ორგანოს რეკომენდაციაა, რომ AstraZeneca-თი 55 წლის ზემოთ ადამიანები აიცრან, რადგან ახალგაზრდებში უფრო მეტია თრომბის რისკი.
გუშინ, პარასკევს, ფინეთმა თრომბის ორ შემთხვევასთან დაკავშირებით ვაქცინის გამოყენება შეაჩერა. ეს იქამდე გასტანს, ვიდრე შესაბამისი კვლევები არ დასრულდება.