19 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.82%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.52%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.49%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 422 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 216, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 71
აჭარა – 29
ქვემო ქართლი – 22
შიდა ქართლი – 22
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 22
გურია – 20
კახეთი – 10
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5
მცხეთა-მთიანეთი – 3
სამცხე-ჯავახეთი – 2
ამ ეტაპზე საქართველოში ინფიცირების 3717 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 2126 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 1423 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 730, აჭარაში – 137, იმერეთში – 273;
- 168 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
ამ დროისთვის მძიმეა 276 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 83.
დღეისთვის საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, 6498 კი თვითიზოლაციაშია.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსის 277 218 შემთხევვა დადასტურდა. აქედან 269 784 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3691 პირი ემსხვერპლა.