weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო ათ წელში ლაგოდეხში ჯიხვის პოპულაცია 690 ინდივიდამდე გაიზარდა

12:19 შაბათი, 20 მარტი 2021

ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის პოპულაცია ბოლო 10 წელში თითქმის გაორმაგდა. დაცული ტერიტორიების სააგნეტოს ინფორმაციით, 2020 წლის აღრიცხვის მიხედვით, ჯიხვის რაოდენობა 690 ინდივიდს აღწევს.

წლების განმავლობაში ჯიხვების პოპულაციის რიცხოვნობა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ასეთი იყო: 2004 წელი – 180, 2006 წელი – 255, 2008 წელი – 300, 2010 წელი – 360, 2012 წელი – 380, 2014 წელი – 450, 2016 წელი – 600, 2018 წელი – 650, 2020 წელი – 690.

„ჯიხვის პოპულაციის აღრიცხვა ორ ეტაპს მოიცავს. მაის-ივნისში ჯიხვების შობადობა, ე.წ „ჯიხვების დოლი“ იწყება, როდესაც ახალდაბადებული ინდივიდების რიცხოვნების დადგენა ხდება. ნოემბრისა და დეკემბრის თვეები კი ჯიხვების გამრავლების პერიოდია, ისინი ჯგუფებად იკრიბებიან და საუკეთესო დროა მათი რაოდენობის დასათვლელად. აღრიცხვის ორივე ეტაპზე, რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები გადიან წინასწარ შერჩეულ ადგილებში და აწარმოებენ აღრიცხვას ჯიხვების სქესისა და ასაკის მიხედვით.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ჯიხვისთვის მნიშვნელოვან საარსებო გარემოს წარმოადგენს, ამიტომ სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების მეშვეობით“, – აცხადებს დაცული ტერიტორიების სააგენტო.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]