weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეჯოს რაიონში დააკავეს ტრაქტორის მძღოლი, რომელიც თანასოფლელს დაეჯახა

10:59 კვირა, 21 მარტი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ბრალდებით 40 წლის მამაკაცი დააკავეს. საქმე ეხება 18 მარტს, ე.წ. კომენდანტის საათის დროს მომხდარ შემთხვევას, როდესაც ბრალდებული ქვეითად მოსიარულე თანასოფლელს - 56 წლის კაცს ტრაქტორით დაეჯახა.

შსს-ს ცნობით, დაჯახების შემდეგ ბრალდებული მიიმალა, მსხვერპლი კი ადგილზე გარდაიცვალა. ცხედარი მეორე დღეს იპოვეს.

„მძღოლს ვერ დაუნახია, იმიტომ, რომ კომენდანტის საათი იყო და ფარებჩამქრალი მოდიოდა, რათა პოლიციას არ გაეჩერებინა. ტრაქტორის ჩავლა კამერებმა დააფიქსირეს და პოლიცია მიხვდა, ვისი ტრაქტორიც იყო. იმ ადამიანმა ამის მერე აღიარა. ცუდი მომენტია ის, რომ კაცი მიატოვა - არ მგონია, ვერ იგრძნო, რომ ტრაქტორით გადაუარა“, – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]