weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რუსი მესაზღვრის ფოტოს გამო ბოდიში მოიხადა

10:05 ორშაბათი, 22 მარტი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ 21 მარტს, ქართველ მესაზღვრეებს პროფესიული დღე რუსი მესაზღვრის ფოტოთი მიულოცა. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ Facebook-ის გვერდს თავად არ მართავს და შეცდომა ადმინისტრატორს მოუვიდა.

„მეგობრებო, საიდუმლო არაა რომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდს თავად არ ვმართავ, თუმცა თავად ვარ პასუხისმგებელი ყველა გამოქვეყნებულ მასალაზე და მათ შინაარსზე. გვერდის ადმინისტრატორმა გაუფრთხილებლობით  მძიმე შეცდომა დაუშვა და მთელს საზოგადოებას ვუხდი გულწრფელ ბოდიშს ამისთვის. სამწუხაროდ უკვე დაიწყო თემით სპეკულირება. რუსეთი რომ ოკუპანტია და მტერი ეს არც სადავოა და არც სადისკუსიო“, – წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე Facebook-ზე.

21 მარტი მესაზღვრეების პროფესიული დღეა. ამასთან დაკავშირებით დავით სუჯაშვილის Facebook-ის გვერდზე მისალოცი ფოტო და ტექსტი გამოქვეყნდა. პოსტი მას შემდეგ წაიშალა, რაც კომენტარებში მიუთითეს, რომ ფოტოზე რუსი მესაზღვრე იყო გამოსახული და არა ქართველი.

დავით სუჯაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს. მანამდე, 2013-2019 წლებში ის საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და დაზვერვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]