weather cur horoscope tv
დეკემბერი 04, 2021

გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

10:49 ორშაბათი, 22 მარტი 2021 hits 389

სამართალდამცველებმა გარდაბანში ორი მამაკაცი დააკავეს, რომელთაც ბრალად „ქურდული სამყაროს“ წევრობა და გამოძალვა ედებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები - 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხ.პ. და 1972 წელს დაბადებული ე.ა. „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.

„ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და „ქურდული სამყაროსათვის“ მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის - ე.ა.-ს შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხას სძალავდა“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და გამოძალვას გულისხმობს. დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]