21 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 2.75%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე 1.56%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღეში – 1.72%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 170 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 85, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 22
ქვემო ქართლი – 19
კახეთი – 11
გურია – 11
აჭარა – 9
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 5
მცხეთა-მთიანეთი – 5
შიდა ქართლი – 2
სამცხე-ჯავახეთი – 1
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 3545 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 1912 ინფიცირებული ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 1460 ინფიცირებული მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 725, აჭარაში –147, იმერეთში – 285;
- 173 ინფიცირებული მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 131 –თბილისში, 35 – აჭარაში.
ამ ეტაპზე 291 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 82 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 204 ადამიანი, 6401 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან (2020 წლის 26 თებერვალი) დღემდე, კორონავირუსის 277 650 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 270 369 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელებულია. ვირუსს ჯამში 3710 პირი ემსხვერპლა.