weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ემიგრაციიდან დაბრუნებულ 200 ადამიანს სახელმწიფო 4000-4000 ლარით დააფინანსებს

13:05 ორშაბათი, 22 მარტი 2021
ფოტოზე - ბესარიონ სიმონიშვილი ფოტოზე - ბესარიონ სიმონიშვილი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მაქსიმუმ 4000 ლარით პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებით: სასოფლო-სამეურნეო ინიციატივები და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული არასასოფლო-სამეურნეო ინიციატივები.

„პროექტები დაფინანსდება, როგორც ინდივიდუალური სახით ერთი ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ისე რამდენიმე ბენეფიციარის გაერთიანებით, ასევე არსებულ ეკონომიკურ საქმიანობაში ბენეფიციარის ჩართვის/დასაქმების ფორმით.

ერთ ბენეფიციარს პროექტი დაუფინანსდება 4000 ლარის ფარგლებში და მხარდაჭერა შესაძლებელია, როგორც დამწყები, ასევე მიმდინარე საქმიანობის გაძლიერების მიზნით.

პროგრამის ფარგლებში მოხდება არაუმეტეს 4000 ლარის ღირებულების ექნიკადანადგარების და სხვა ძირითადი საშუალებების შესყიდვის დაფინანსება. 1000 ლარამდე ღირებულების ნივთების შესყიდვა მოხდება ვაუჩერისა და შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე, ხოლო 1000 ლარზე მეტი ღირებულების ნივთების შესყიდვა მოხდება „სახელმწიფო შესყიდვის კანონის“ შესაბამისად. შესყიდული ნივთების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5 ერთეულს და თითოეული ნივთის ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 250 ლარი. წარმოდგენილი პროექტების გათვალისწინებით, შესაძლებელია ტექნიკა-დანადგარებისა და სხვა ძირითადი საშუალების შეძენა შესაბამისი მომსახურების გაწევით“, – აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.

სააგენტოს დირექტორის, ბესარიონ სიმონიშვილის ინფორმაციით, რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 200 მიგრანტი დაფინანსდება.

პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლებით), რომლებიც: საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ უწყვეტად ერთ წელზე მეტი ვადით: ან არალეგალურად, ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით; სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის მიზნით.

პროგრამაში რეგისტრაცია 4 აპრილს დასრულდება. მეტი ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: https://bit.ly/2ONO5sM

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]