weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

14:33 ორშაბათი, 22 მარტი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოს სხდომაზე დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ აღიარა როგორც უსაფრთხო ვაქცინა და მისი გამოყენება ყველა ქვეყანაში შეუფერხებლად გაგრძელდება.

„გამომდინარე აქედან, საბჭომ საჭიროდ ჩათვალა, გვემსჯელა, თუ რა იქნებოდა საქართველოში შემდგომი ტაქტიკა ჯგუფებთან და ლოკაციებთან მიმართებაში.

გამოვიტანეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ კი 75 და 65 წელს ზევით ჩვენი მოქალეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ეს მოწყვლადი ჯგუფებია, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა.

ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ 25 რიცხვის შემდეგ ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, თითოეული მოქალაქისთვის ყველა ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

შვედურ-ბრიტანული კომპანია „ასტრაზენეკას“ მიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაში პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრაა გათვალისწინებული. შემდეგ მოდიან 75 წლის ზემოთ პირები, შემდეგ კი 64-75 ასაკის ადამიანები. 

„ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება. სამედიცინო პერსონალის მეორე აცრა 8-დან 12 კვირის ფარგლებში უნდა მოხდეს, რისთვისაც აპრილში ქვეყანაში კიდევ 86 000 დოზა შემოვა.

მანამდე, მიმდინარე კვირაში იგეგმება „ფაიზერის“ ვაქცინის 29 250 დოზის შემოტანა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]