ელარჯის რეკორდი ყველის ფესტივალის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს 16:00 საათიდან ელოდებიან.
"კულინარიული რეკორდების დამყარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამა თუ იმ ეროვნული კერძის პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოში მსგავსი რეკორდი არასოდეს დამყარებულა", - აღნიშნეს საქართველოს რეკორდების ფედერაციაში.
ელარჯი - ღომში ჩაზელილი სულგუნი, ქართული კერძია, რომელსაც ტრადიციულად სამეგრელოში ამზადებენ.