weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შემაქვს საჩივარი, გამოიძიონ რა ტიპის მიყურადება იყო და ვისი დავალებით – დოლიძე

10:50 სამშაბათი, 23 მარტი 2021

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში საჩივარს შეიტანს და მოითხოვს, რომ გამოიძიონ, ვინ უთვალთვალებდა მას, როდის და ვისი დავალებით. საქმე ეხება ტელეკომპანია „მთავარის არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ ანა დოლიძის სახლში შეაღწიეს და მოსასმენი მოწყობილობები დააყენეს.

„ქართული ოცნება“ ყალიბდება ისეთ ხელისუფლებად, რომლის ოპონენტებთან გამკლავების ერთ-ერთი იარაღი სერიოზული იარაღი, არის მორალური ტერორი, მათ შორის, მიყურადებით, თვალთვალით, ჩაწერით და შესაძლო შანტაჟით. იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია ყველა აღვუდგეთ, გავაჩეროთ ეს პრაქტიკა მე შემაქვს საჩივარი საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოიძიოს რა ტიპის მიყურადებას ჰქონდა ადგილი, როდის, რა გარემოებაში და რაც მთავარია ვისი დავალებით“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„მთავარმა არხმა“ 21 მარტს გაავრცელა სახელმწიფო უსაფრთხეოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ივანე გულაშვილის ინტერვიუ. გულაშვილი აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით. გულაშვილი ჰყვება, რომ არ იცოდა, კონკრეტულად ვის სახლში უწევდა სათვალთვალო მოწყობილობების დაყენება, თუმცა ამბობს, რომ ერთ-ერთი სახლი ანა დოლიძეს ეკუთვნოდა.

„სახლში რომ შევედით, უნდა დაემონტაჟებინათ მოსასმენი მოწყობილობები, სურათები დავინახე. ანა დოლიძე იყო. ზუსტი მისამართი არ მახსოვს, დიღომში იყო, „გუდვილთან“, სარემონტო სახლი იყო, წერტილოვანი გასაღებები ჰქონდა... მოხსნაზეც ვიყავი, რა თმა უნდა, მე ხომ უნდა გავაღო და ჩავკეტო. გადაღებული იყო პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. ქვემოთ იდგა მანქანა, რომელმაც თქვა, რომ გადავიღეთ ყველაფერიო. მე არ მინახავს, მაგრამ ვიცი, რომ რაც საჭირო იყო, ის დავალება გაკეთდა“, – განაცხადა გულაშვილმა.

„მთავარი არხის“ ცნობით, ივანე გულაშვილთან ინტერვიუ 2019 წლის 24 ნოემბერს ჩაწერეს, როდესაც ის დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, მას შემდეგ ის აღარ გამოჩენილა და რადგან სუს-ის ეშინოდა, მისი თანხმობის გარეშე ინტერვიუ ეთერში არ გავიდა. „მთავარი არხის“ ცნობით, ინტერვიუ მას შემდეგ გაუშვეს, რაც აღმოჩნდა, რომ გულაშვილი პატიმრობაში იყო. ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ გულაშვილი ინტერვიუდან მალევე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა სახელმწიფო საიდუმლოების გაცემის მუხლით მიუსაჯეს, თუმცა საპროცესო შეთანხმებით სასჯელი ორ წლამდე შეუმცირეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]