weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ კორონავირუსზე არ აიცრებოდა – NDI

12:31 სამშაბათი, 23 მარტი 2021

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობა კორონავირუსის აცრის მიმართ კვლავ სკეპტიკურად არის განწყობილი. მთავრობის ვაქცინაციის გეგმას ეფექტურად მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (42%) აფასებს.

კითხვაზე – გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის ვაქცინას/აცრას, გამოკითხულთა 53% აცხადებს, რომ არ აიცრებოდა, 35% ამბობს, რომ აიცრებოდა, 12%-მა კი არ იცის, აიცრებოდა თუ არა.

მათგან, ვინც არ თქვა, რომ აიცრებოდა, 48% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ ენდობა, 20% კი ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით.

გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 60%-სთვის ტელევიზია კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მიღების პირველი წყაროა, ხოლო 34%-მა პირველ წყაროდ ინტერნეტი/ფეისბუქი დაასახელა.

NDI-ის დაკვეთით „CRRC საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს, 23 მარტს გამოქვეყნდა. საველე სამუშაოები 17-24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]