weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ციხის ექთანს აცრის შემდეგ COVID-19 დაუდასტურდა

14:27 სამშაბათი, 23 მარტი 2021

სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა. უწყებაში განმარტავენ, რომ მას აცრამდე ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხიც უარყოფითი იყო.

პენიტენციური სისტემის თანამშრომლებს კვირაში ერთხელ უტარდებათ PCR ტესტირება, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენ ტესტით მოწმდებიან.

„N5 დაწესებულების ექთანს 15 მარტს ჩაუტარდა PCR ტესტირება (პასუხი უარყოფითი), ხოლო 18 მარტს სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდა (პასუხი კვლავ უარყოფითი იყო). ამავე დღეს მას გაუკეთდა აცრა COVID-19-ზე. მეორე დღეს, 19 მარტს მის მეუღლეს დაუდგინდა კორონავირუსი, ხოლო თავად ექთანსაც გამოუვლინდა COVID-19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები - ტემპერატურის მატება. იგი მოთავსდა სპეციალიზებულ ე.წ. კოვიდკლინიკაში, სადაც 20 მარტს დაუდასტურდა COVID-19“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

უწყების ცნობით, ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს დღეებში დატოვებს კლინიკას.

საქართველოში სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია 15 მარტიდან მიმდინარეობს. 22 მარტის მონაცემებით, აცრილი იყო ჯანდაცვის სექტორის 3843 მუშაკი. „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება. მეორედ აცრა, ანუ რევაქცინაცია 8-დან 12 კვირის ფარგლებში უნდა მოხდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]