weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაქცინაციის შემდეგ ოთახში მოცდის დრო 30-დან 45 წუთამდე იზრდება

14:02 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID-19-ის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა საქართველოში ხვალ შემოვა და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. 

„უკვე ხვალიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ასევე 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს, საშუალება ექნებათ არჩევანი AstraZeneca-სა და Pfizer-ს შორის გააკეთონ და რეგისტრაციაც შესაბამისად გაიარონ.

ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკაა ჩართული. გარდა ამისა, ვაქცინაციის შემდეგ დაყოვნების ოთახში მოცდის დრო, როგორც „ასტრაზენეკას“, ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, 30-დან 45 წუთამდე იზრდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Pfizer-ით ვაქცინაცია თბილისში - 4 კლინიკაში, აჭარაში - ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსა და ქუთაისის 2 კლინიკაში მოხდება. თბილისში Pfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციას გააგრძელებენ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბოკერიას სახელობის კლინიკა, კავკასიის მედიცინის ცენტრი და „ამტელ ჰოსპიტალი“.

მოქალაქეები ვაქცინაციისთვის უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ პორტალზე, რომელიც ხელმისაწვდობია შემდეგ მისამართზე: https://booking.moh.gov.ge/

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]