weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ადვოკატები ახალციხეში ექთნის გარდაცვალების საქმეზე 4 პირის გამოკითხვას ითხოვენ

15:00 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021
ფოტოზე - მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის დროს ფოტოზე - მეგი ბაქრაძე ვაქცინაციის დროს

კორონავირუსზე აცრის შემდეგ გარდაცვლილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ უახლოეს პერიოდში პროკურატურას მიმართავენ მოთხოვნით, გამოიკითხოს ოთხი ადამიანი, რომლებმაც იციან, როგორი იყო ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინაციამდე და რა დახმარება გაეწია მას ვაქცინაციის შემდეგ.  

ადვოკატებმა ნინო ამაღლობელმა და ვახტანგ გვარამაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს და მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს.

„ჩვენ გვყავს ოთხი პირი, ვინც, ჩვენი ინფორმაციით, იცის და იცოდა მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვაქცინამდე და იციან, რა დახმარება გაეწია მას ვაქცინაციის შემდეგ. ისინი ამას საგანგაშოდ მიიჩნევენ.

ისინი არ არიან ოჯახის წევრები და არც მეგობრები. ამ ეტაპზე მათ სტატუსს ვერ გაგიმხელთ, თუმცა უახლოეს, შემჭიდროებულ ვადებში მივმართავ პროკურატურას“, - განაცხადა ნინო ამაღლობელმა.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ გამოძიება ეფექტურად და სრულყოფილად არ მიმდინარეობს. როგორც ნინო ამაღლობელი ამბობს, ამ დრომდე პროკურატურიდან მხოლოდ სამი გამოკითხვის ოქმი აქვთ მიღებული, საქმეში არ არის ახალციხის და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკებიდან ამოღებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რაც, მისი თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობის არის.

ადვოკატი ვახტანგ გვარამაშვილი აცხადებს, რომ სამედიცინო ისტორიის ნაწილი, რომელიც წინა დღეებში პროკურატურისგან მიიღეს, ძალიან ზოგადია.

„ვმუშაობთ რამდენიმე ვერსიაზე: პირველი არის ანაფილაქსიით გამოწვეული რეფლაქტიური შოკი, თუმცა არ არის დადასტურებული ნამდვილად ეს წარმოადგენს გარდაცვალების მიზეზს თუ არა. მეორე, რაც გაჟღერდა ტელევიზიებში პროფესიონალების მიერ, არის ფილტვის თრომბოემბოლია. ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე, ჯერჯერობით ის დოკუმენტაცია, რაც გვაქვს, არ იძლევა საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალებას. ჩვენ არ გვაქვს მეგის სამედიცინო ისტორია იმუნიზაციამდე“, - განაცხადა ვახტანგ გვარამაშვილმა.

ადვოკატების ინფორმაციით, მათ ორი დღის წინ მიმართეს კომპანია „ასტრაზენეკას“ და გამოძიების პროცესში მათი წარმომადგენლის ჩართვაც ითხოვეს. ადვოკატების თქმით, ამასთან დაკავშირებით სიახლე არ აქვთ.

27 წლის მეგი ბაქრაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ აიცრა. ვაქცინის გაკეთებიდან დაახლოებით 30 წუთში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ვაქცინაციიდან დაახლოებით 24 საათში გარდაიცვალა. ექთნის სიკვდილის სავარაუდო მიზეზად ანაფილაქსიური შოკი განიხილება.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]