დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კვლევები უტარდება. წინასწარი ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ავარიის გამო სარკინიგზო მოძრაობა შეჩერებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.