weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუ ასეთი პასიურობა იქნა, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს – ცერცვაძე

18:37 ოთხშაბათი, 24 მარტი 2021

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის ვაქცინაციაში ჩასართავ პირთა ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს ან საერთოდ მოიხსნას.

„ორი საბჭოა – ერთი ვაქცინაციის უწყებათაშორისი და მეორე იმუნიზაციის გვერდითი მოვლენების. მე არც ერთი საბჭოს წევრი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, ეს გამორიცხული არ არის. შესაძლოა, რომ ასაკობრივმა ზღვარმა კიდევ დაიწიოს და საერთოდ, თუ ასეთი პასიურობა იქნა, შესაძლოა, იყოს გახსნილი, საყოველთაო“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 13 მარტს შემოვიდა, 15 მარტიდან კი სამედიცინო პერსონალის აცრა დაიწყო. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინა პირველ რიგში სამედიცინო მუშაკების აცრისთვის იყო გათვალისწიენული. 24 მარტის მონაცემებით, აცრილია მხოლოდ 4048 ადამიანი. ხვალიდან, 25 მარტიდან, აცრის საშუალება მიეცათ 65 წელს ზემოთ პირებსაც. ამასთან, მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებს შორის.

 

ამ თემაზე:

უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ – ცერცვაძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]